среда, 8 октября 2014 г.

9 ოქტომბერს IX ა კლასში ჩატარდა ფიზიკა-მათემატიკის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი (ფიზიკის მასწავლებელი ნელი ღოლიჯაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნინო მარგველაშვილი)  თემაზე: "ვექტორი, ვექტორის გამოყენება".

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკიდან მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ ფიზიკური პროცესების, კერძოდ, სხეულთა მოძრაობის აღწერისას. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. შეასრულეს დავალებები ვექტორების გამოყენებით, შემდეგ კი მოახდინეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა შეძლეს ვექტორის ცნებების გააზრება, როგორც მათემატიკის, ასევე ფიზიკის თვალსაზრისით, შეძლეს ვექტორების გამოყენებით რეალური პროცესების აღწერა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც გაკვეთილი, ასევე ჯგუფების მუშაობა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე, მათემატიკის კათედრის წევრები: ქეთინო ფოფხაძე, ციალა ღონღაძე, საბუნებისმეტყველო კათედრიდან მარინა ბოსტოღანაშვილი. ტექნიკური მხარდაჭერა საინფორმაციო მენეჯერი ხათუნა ციხელაშვილი.

пятница, 16 марта 2012 г.

"ჩვენ ვიცით ფერები"

ჩატარდა ღია გაკვეთილი 1ბ კლასში 14 მარტს. მასწავლებელი ქეთევან მამიაშვილი "ჩვენ ვიცით ფერები".
ბავშვები flash card-ით. ეცნობოდნენ ფერებს,საგნებს,სათამაშოებს, ბავშვები ბუქებში  აწყობდნენ სიტყვებს, აწყვილებდნენ ანბანის ასოებს დიდს პატარასთან.

"ადამიანი მისი გარეგნობა, ემოიები და გონებრივი შესაძლებლობები"

07.02.2012 წელს ჩატარდა ღია გაკვეილი "ადამიანი მისი გარეგნობა, ემოიები და გონებრივი შესაძლებლობები". გაკვეთილი ჩატარდა უცხოელ მოხალისესთან თანამშრომლობოთ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით:
პედაგოგები: ლინდა ოლადეჯი
                        შორენა ბერიანიძე

среда, 14 марта 2012 г.

საათის ცნობა

10.11.2012 ჩატარდა ღია გაკვეთილი სახელწოდებით "საათის ცნობა" . საგანი ინგლისური ენა. მასწავლებელი შორენა ბერიანიძე .






გაკვეთილი ჩატარდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

четверг, 8 декабря 2011 г.










8 დეკემბერს მე–6 ბ კლასში ჩატარდა ინტერგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით "ჩვენი აფხაზეთი" . ინტეგრირებული იყო სამი საგანი ქართული მასწავლებელი მასწავლებელი მაყვალა ბერძენიშვილი–ხუცურაულისა, ისტორია მასწავლებელი  ეკატერინე მამუკელაშვილი და რელიგია მასწავლებელი  ნინო ბიძინაშვილი .ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი დიდი ტკივილი ჩვენი  აფხაზეთი.

воскресенье, 29 мая 2011 г.

ნუ გაცვლი თავისუფლებას მონობაზე

2011 წლის 12 მარტს სკოლაში მე 11 ბ კლასის მოსწავლეებმა სამართლის პედაგოგის ცისანა ბექაურის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება
" ნუ გაცვლი თავისუფლებას მონობაზე",
კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად. ჯგუფებს შორის გაიმართა კონკურსი, რომელი ჯგუფი უფრო მეტ უნარ–ჩვევებს გამოამჟღავნებდა ტრეფიკინგთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტი, სლაიდ–შოუ. ქუჩაში გამოკითხვით დაადგინეს რა ინფორმაციას ფლობენ მოქალაქეები " თანამედრო მონობის" შესახებ მოსწავლეებმა ასევე მაღალ დონეზე წარმოადგინეს ინსცენირება აღნიშნულ თემაზე, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ყველა ჯგუფი იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ ჟიურის გაუჭირდა კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.

მონღოლები და განტოლება

2011 წლის 13 აპროლს მე–9 ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია–მათემატიკა (ისტორიის მასწავლებელი მარინა ნინიაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნინო მარგველაშვილი)
გაკვეთილის თემა : " მონღოლები და განტოლება".
ისტორიის მასწავლებელმა გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკიტხა მონღოლთა შემოსევების შესახებ შემდეგ კი მათემატიკის მასწავლებელი აძლევს ამოცანებს, რომელთა ამოხსნები იძლევა თარიღებს და რიცხვებს თანამედროვე მონღოლთა შესახებ.