вторник, 7 декабря 2010 г.










6 დეკემბერს სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5ბ კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა . მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 5ა (გუნდი ,,სამება"), 5ბ (გუნდი ,,სვეტიცხოველი")5გ (გუნდი ,,ტაო" ) კლასების მოსწავლეები.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ოთხი დავალება :
  • მუშაობა რუკაზე
  • ისტორიული ცხრილების შევსება
  • ტაძრის გამოცნობა ფოტო სურათის მიხედვით
  • და კენჭისყრით შერჩეული ტაო - კლარჯეთის ერთერთი ტაძრის პრეზენტაცია.
პირველ ორ კონკურსში ყველა ჯგუფმა მოაგროვა ქულათა თანაარი რაოდენობა, მესამე კონკურსში დაწინაურდნენ გუნდები ,,სამება "(5ა კლ ) და ,,ტაო" (5გ კლ ), ხოლო მეოთხე კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - ,,ტაო" (5გ კლ)
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციისგან დაჯილდოვდა ექსკურსიით თბილისში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (ოქროს ფონდი).
კონკურსის საპატიო სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი), რუსთავის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 5ბ კლასის გუნდის წევრები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მამა მიქაელს გამხნევებისთვის !!!ასევე მადლობას ვუხდით 9ა კლასის მოსწავლეს : გიორგი ლაბაძეს და 6ბ კლასის მოცეკვავეებს და ,რომლებმაც ჩვენი კონკურსი გაალამაზეს ქართული ცეკვებით !

четверг, 2 декабря 2010 г.

მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

სკოლაში მიმდინარეობს მათემატიკის კვირეული . კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ქართული . მასწავლებელბი: მათემატიკა –ნინო მარგველაშვილი;
ქართული– მარინა ტაბატაძე.
გაკვეთილის თამა იყო : მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა . მოსწავლეებმა სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებების ნაწყვეტებს გაუკეთეს სტატისტიკური ანალიზი. მონაცემები წარმოადგინეს სხვადასხვა ხერხით. გამოიანგარიშეს მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები. ამ ანალიზის მიხედვით იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები ნაწარმოების სტილზე, მწერლის ენაზე.
გაკვეთილი იყო ძალზე საინტერესო.
ასეთი სტილის გაკვეთილები მოსწავლეებს აუმაღლებს აზროვნების და ანალიზის უნარს

среда, 17 ноября 2010 г.

მათემატიკის გაკვეთილი სიმულაციების გამოყენებით



17 ნოემბერს რუსთავის მე–20 სკოლის მე –8 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში პედაგოგი ნინო მარგველაშვილი . თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე : წრფივი ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის გრაფიკული ხერხი.მოსწავლეებმა პროგრამა " გეოგებრის" დახმარებით შეისწავლეს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა ამოხსნის გრაფიკული ხერხი. მათ მიცემული ჰქონდათ ინდივიდუალური დავალებები. ისინი აღნიშნულ პროგრამაში აგებდნენ განტოლებების გრაფიკებს და მათი ურთიერთგანლაგების მიხედვით ადგენენ სისტემის ამონახსნთა ოდენობას.
ვირტუალური ლაბორატორიის კერძოდ პროგრამა "გეოგებრის" გამოყენება ამაღლებს მათემატიკაში სხვადასხვა თემების სიღრმისეულ შესწავლას .

вторник, 16 ноября 2010 г.

შემოდგომა



მოსწავლეებმა გაიხსენეს შემოდგომაზე ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ თავისი ცოდნა და ნახეს სლად–შოუ შემოდგომის პეიზაჟებით, ამოიცნეს თვალსაჩინოებების დახმარებით. ხელით შექმნეს ფერადი ფოთლები საერთო კომპოზიცია. "ცაში აფრენილი ფოთლები", მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ნახეს ჩურჩხელების ამოვლების პროცესი

понедельник, 8 ноября 2010 г.

"ოქროსფერი შემოდგომა"











5 ნოემბერს 1–ბ კლასში გაიმართა პატარა ღონისძიება "ოქროსფერი შემოდგომა" მოვაწყეთ შემოდგომის კუთხე, ვისაუბრეთ მის დამახასიათებელ ნიშნებზე მოსწავლეებმა წარმოთქვეს
ლექსები, იმღერეს, ამოავლეს ჩურჩხელები

შემოდგომის კუთხე, ჩურჩხელების ამოვლება












5 ნოემბრეს ქ. რუსთავის #20 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით მოაწყეს შემოდგომის კუთხეე
ბი. ზოგიერთ კლასში კი ჩურჩხელებიც ამოავლეს და ფელამუში დააგემოვნეს .

среда, 3 ноября 2010 г.

ღია გაკვეთილი "აი–ია"



I კლასში 02.11.2010 წელს ჩატარდა ღია გაკვითილ.

თემა : "აიია".

პატარებმა შეაბიჯეს იმ ზღაპრულ სამყაროში , რასაც ანბანი ჰქვია. "დედაენის" კარები გასაღები ორი ასო გაიცნეს, დაწერეს და წინადადება შეადგინეს .

დამრიგებელი : .ხარატიშვილი

вторник, 26 октября 2010 г.

"შეხვედრა იასთან "







გაკვეთილზე ვისაუბრეთ შესწავლილ მასალაზე , შევისწავლეთ ასოები "ა" და "ი" , გავხსენით "კითხვის კუთხე" , კომპიუტერის საშუალებით გავეცანით "მოლაპარაკე ანბანს" ვნახეთ იაკობის სახლი, მისი პორტრეტი, იას ნაირგვარობა, დავმარცვლეთ სიტყვები, მოვხაზეთ "ა" და "ი" , დავაჯგუფეთ სიტყვები პირველი ასოს მიხედვით

"აი–ია"



ქ.რუსთავის #20 საჯარო ს
კოლა
ში
26 ოქტომბერს ჩატარდა ღია გაკვეთილი
სახელწოდებით
"აი–ია".
დამრიგებელი მაია კორაშვილი
გაკვეთილზე პატარებმა გაიცნეს ანბანის პირველი ასოები
და კედევ ერთხელ შეაღეს დედე–ენის კარი

понедельник, 25 октября 2010 г.

"გადაშენებული ორგანიზმები"– დამრიგებელი თეა გოზალიშვილი. 4 გ კლასი


მე–4 გ კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს თემა "გადაშენებული ორგანიზმები"– თეორიული მასალის გაცნობისას პარალელურად მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პრეისტორიული სამყაროს მოდელი.





მოიძიეს ინფორმაცია ქვეწარმავლების (უძველესი) შესახებ, შემდეგ მუყაოს ფერადი ქაღალდების , წყლის საღებავების გამოყენებით დაამზადეს უძველესი ბუნებისა და ქვეწარმავლების მოდელები. შეკრეს ერთი მთლიან კომპოზიციად, გააკეთეს მაკეტი და თვალსაჩინო მასალად გამოიყენეს შემაჯამებელი გაკვეთილი.

დამრიგებელი : თეა გოზალიშვილი