воскресенье, 29 мая 2011 г.

ნუ გაცვლი თავისუფლებას მონობაზე

2011 წლის 12 მარტს სკოლაში მე 11 ბ კლასის მოსწავლეებმა სამართლის პედაგოგის ცისანა ბექაურის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება
" ნუ გაცვლი თავისუფლებას მონობაზე",
კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად. ჯგუფებს შორის გაიმართა კონკურსი, რომელი ჯგუფი უფრო მეტ უნარ–ჩვევებს გამოამჟღავნებდა ტრეფიკინგთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტი, სლაიდ–შოუ. ქუჩაში გამოკითხვით დაადგინეს რა ინფორმაციას ფლობენ მოქალაქეები " თანამედრო მონობის" შესახებ მოსწავლეებმა ასევე მაღალ დონეზე წარმოადგინეს ინსცენირება აღნიშნულ თემაზე, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ყველა ჯგუფი იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ ჟიურის გაუჭირდა კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა.

მონღოლები და განტოლება

2011 წლის 13 აპროლს მე–9 ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია–მათემატიკა (ისტორიის მასწავლებელი მარინა ნინიაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ნინო მარგველაშვილი)
გაკვეთილის თემა : " მონღოლები და განტოლება".
ისტორიის მასწავლებელმა გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკიტხა მონღოლთა შემოსევების შესახებ შემდეგ კი მათემატიკის მასწავლებელი აძლევს ამოცანებს, რომელთა ამოხსნები იძლევა თარიღებს და რიცხვებს თანამედროვე მონღოლთა შესახებ.

четверг, 10 марта 2011 г.

მაგდანას ლურჯა



2011 წლის 28 თებერვალს მეოთხე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე ე.გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა" ეკრანიზაცია.


გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატად ნაწარმოებისა და ფილმის მიმართ. პარალელები გაევლოთ ნაწარმოებსა და ფილმს შორის.


გაკვეთილის დასაწყისში მცირე ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსწავლეებისათვის კინემატოგრაფიაზე, იმაზე თუ როგორ იღებენ ფილმს. გამახვილდა ყურადღება ფილმის რეჟისორებზე, მსახიობებზე. კითხვების საშვალებით გამახვილდა ყურადღება , თუ რა უბედურება და განსაცდელი შეემთხვა მაგდანას. პარალელურად მიმდინარეიობდა ფილმის ჩვენება, მოსწავლეები პარალელურად აკავშირებდნენ, მსჯელობდნენ და საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ ფილმისა და ნაწარმოების ეპიზოდების მიმართ.


გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები იყვნენ მოლოდინით სავსენი, ყურადღებიანები, აქტიურები, მსჯელობდნენ და აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს

პოეზიის 45 წუთი





IX ა კლასი "ქართული ენა და ლიტერატურა"

გაკვეთილი : "პოეზიის 45 წუთი "– პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
წერლები:
1. ტერენტი გრანელი

გალაქტიონ ტაბიძე

გიორგი ლეონიძე

მირზა გელოვანი

ანა კალანდაძე

ვალერიან გაფრინდაშვილი

ჯგუფებში მოსწავლეებმა წარადგინეს გაზეთი, ისაუბრეს მის შინაარსზე, ისაუბრეს მწერლების ბიოგრაფიაზე, მათი შემოქმედებიდან საინტერესო მომენტებზე. წარადგინეს მხატვრულად წაკითხული ლექსები , თავიანთი გემოვნებით შერჩეული. ასევე მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული სლაიდ–შოუების პრეზენტაცია გააკეთეს .

გაკვეთილის მიზანი იყო :მოსწავლეებს დამოუკიდებლად ემუშავათ წიგნებზე, მოეძიებინათ საჭირო მასალა და წარედგინათ აუდიტორიის წინაშე, შეეფასებინათ ერთმანეთის ნამუშევრები. შეიქმნან გარკვეული წარმოდგენა აქ წარმოდგენილი პოეტების შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. დაუახლოვდნენ წიგნს, შეიგრძნონ მისი მადლი, განივითარონ მხატვრულად აზროვნების უნარი, რაც ხელს შეუწყობს მათში თვითშეფასების სურვილის გაღვივებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინა ტაბატაძე

вторник, 7 декабря 2010 г.










6 დეკემბერს სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5ბ კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა . მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 5ა (გუნდი ,,სამება"), 5ბ (გუნდი ,,სვეტიცხოველი")5გ (გუნდი ,,ტაო" ) კლასების მოსწავლეები.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ოთხი დავალება :
  • მუშაობა რუკაზე
  • ისტორიული ცხრილების შევსება
  • ტაძრის გამოცნობა ფოტო სურათის მიხედვით
  • და კენჭისყრით შერჩეული ტაო - კლარჯეთის ერთერთი ტაძრის პრეზენტაცია.
პირველ ორ კონკურსში ყველა ჯგუფმა მოაგროვა ქულათა თანაარი რაოდენობა, მესამე კონკურსში დაწინაურდნენ გუნდები ,,სამება "(5ა კლ ) და ,,ტაო" (5გ კლ ), ხოლო მეოთხე კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - ,,ტაო" (5გ კლ)
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციისგან დაჯილდოვდა ექსკურსიით თბილისში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (ოქროს ფონდი).
კონკურსის საპატიო სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი), რუსთავის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 5ბ კლასის გუნდის წევრები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მამა მიქაელს გამხნევებისთვის !!!ასევე მადლობას ვუხდით 9ა კლასის მოსწავლეს : გიორგი ლაბაძეს და 6ბ კლასის მოცეკვავეებს და ,რომლებმაც ჩვენი კონკურსი გაალამაზეს ქართული ცეკვებით !

четверг, 2 декабря 2010 г.

მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

სკოლაში მიმდინარეობს მათემატიკის კვირეული . კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ქართული . მასწავლებელბი: მათემატიკა –ნინო მარგველაშვილი;
ქართული– მარინა ტაბატაძე.
გაკვეთილის თამა იყო : მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა . მოსწავლეებმა სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებების ნაწყვეტებს გაუკეთეს სტატისტიკური ანალიზი. მონაცემები წარმოადგინეს სხვადასხვა ხერხით. გამოიანგარიშეს მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები. ამ ანალიზის მიხედვით იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები ნაწარმოების სტილზე, მწერლის ენაზე.
გაკვეთილი იყო ძალზე საინტერესო.
ასეთი სტილის გაკვეთილები მოსწავლეებს აუმაღლებს აზროვნების და ანალიზის უნარს

среда, 17 ноября 2010 г.

მათემატიკის გაკვეთილი სიმულაციების გამოყენებით



17 ნოემბერს რუსთავის მე–20 სკოლის მე –8 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში პედაგოგი ნინო მარგველაშვილი . თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე : წრფივი ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის გრაფიკული ხერხი.მოსწავლეებმა პროგრამა " გეოგებრის" დახმარებით შეისწავლეს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა ამოხსნის გრაფიკული ხერხი. მათ მიცემული ჰქონდათ ინდივიდუალური დავალებები. ისინი აღნიშნულ პროგრამაში აგებდნენ განტოლებების გრაფიკებს და მათი ურთიერთგანლაგების მიხედვით ადგენენ სისტემის ამონახსნთა ოდენობას.
ვირტუალური ლაბორატორიის კერძოდ პროგრამა "გეოგებრის" გამოყენება ამაღლებს მათემატიკაში სხვადასხვა თემების სიღრმისეულ შესწავლას .